ფეხბურთი

11:40 | 4.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" პედრი და დე იონგი გამოაკლდა

„ბარსელონას“ ფრენკი დე იონგი და პედრი გამოაკლდა. ორივე ფეხბურთელმა ტრავმა ლა ლიგის 27-ე ტურში „ბილბაოსთან“ მატჩში მიიღო.

დე იონგი შესაცვლელი 26-ე წუთზე გახდა, ხოლო პედრიმ მოედანი 45-ე წუთზე დატოვა. ჯერჯერობით, ზუსტი დიაგნოზი უცნობია, მაგრამ ტრავმები სერიოზული ჩანს და „ბარსას“ ნახევარდაცვის ლიდერები სავარაუდოდ, კარგა ხნით გამოაკლდება.

ყველაფერთან ერთად, ჩავის გუნდმა „ბილბაოს“ ვერ აჯობა (0:0) და შესაბამისად, „რეალთან“ ჩამორჩენაც ვერ შეამცირა.

აქვე გეტყვით, რომ სულ მალე „ბარსელონა“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს (12 მარტი), ამ მატჩის ჩატარება კი, უდიდესი ალბათობით პედრისა და დე იონგის გარეშე მოუწევს.

0.128683