ფეხბურთი

4:04 | 4.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება კვარაცხელიაზე: "ის მეტოქეებისთვის მუდმივი საფრთხეა"

სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ 2:1 დაამარცხა, ერთი გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა:

Eurosport 7 ქულა: „მასზე ჯარიმდებოდნენ, ყოველთვის კარს უმიზნებდა და თამაშს ცვლიდა. პირადი შეტევით დარტყმა მოახერხა, მაგრამ შჩესნიმ ადვილად აჯობა. შემდეგ ანგარიში გახსნა ჰაერიდან ერთი შეხებით. მეორე ტაიმში ნაკლებად შესამჩნევი იყო, მაგრამ ვეას გაკონტროლებითაც იყო დაკავებული“.

Sportmediaset 7 ქულა: „პირველივე წუთებიდან დააგროვა ჯარიმები და ყვითელი ბარათები მეტოქეებისთვის. უმიზნებს მეტოქეს და როგორც ყოველთვის ქმნის მომენტებს, ამჯერადაც მოახერხა გოლის გატანა, ზედიზედ მეორედ. როგორ? ჰაერიდან ერთი შეხებით აჯობა შჩესნის რიკოშეტის წყალობითაც“.

Il Giornale 6.5 ქულა: „ბრწყინვალე გოლი გაიტანა მარჯვენა ფეხით, მიწაზე დაუშვებლად და რიკოშეტით, რამაც შჩესნის გამოსავალი არ დაუტოვა. შარშანდელი სეზონივით ბაგირზე ვერ დადის, მაგრამ დღეს მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო“.

Calciomercato 7.5 ქულა: „როგორც ყოველთვის არაპროგნოზირებადია და მეტოქეებისთვის ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენს. ორი ყვითელი ბარათი რამდენიმე წუთში გამოიმუშავა, შემდეგ ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა“.

Tuttomercatoweb 7 ქულა: „როგორც ყოველთვის მასზე ჯარიმდებიან და 2-3 მეტოქეც გააფრთხილებინა. სცენაზე ავიდა ტაიმის ბოლოს, როდესაც ჰაერიდან გოლი გაიტანა, რომლის აღნიშვნა თითქოს ნიშნავდა: „მე მინდა აქ დარჩენა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. კვარაცხელია პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „იუვენტუსს“ საწყის ორ საშინაო მატჩში გოლი გაუტანა მას შემდეგ, რაც გუნდებს გამარჯვებაზე 3 ქულა ენიჭებათ (1994-1995 წლების სეზონიდან).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109025