ფეხბურთი

22:59 | 3.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" სეზონი გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი ტური გორში დასრულდა, სადაც „დილამ“ „გაგრას“ ადვილად, 2:0 აჯობა.

რუი მოტას გუნდი მეორე წუთზე ტაირელ ვაუტერმა დააწინაურა, ხოლო ტაიმის მიწურულს კიფონ ლაიდსმანმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, რადგან მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა.

ამრიგად, გორის „დილამ“ კარგი სტარტი აიღო, მეორე ტურში კი 7 მარტს, „სამგურალს“ შეხვდება. „გაგრას“ მეტოქე იმავე დღეს „დინამო ბათუმი“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114197