ფეხბურთი

15:49 | 3.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ჩემს კარიერაში უპრეცედენტო რაღაც მოხდა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ვალენსიასთან“ მატჩის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მის კარიერაში უპრეცედენტო რამ მოხდა.

იტალიელი ბოლო წამზე გაუქმებულ გოლს გამოეხმაურა.

„ნამდვილად არაფერი მაქვს სათქმელი, რაც მოხდა, ჩემს კარიერაში უპრეცედენტოა. ფიქრობ, თამაში მსაჯს არ უნდა დაესრულებინა. ბელინგემის გაძევებაც არასწორია, მას მსაჯისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მსაჯმა თამაში მაშინ დაასრულა, როცა ბურთი ჰაერში იყო და სასტვენიდან 1 წამში ჯუდ ბელინგემმა გოლი გაიტანა, რომელიც არ ჩაითვალა.

0.135969