NBA-ში ლოს ანჯელეს „ლეიკერსი“ საკუთარ მოედანზე „დენვერ ნაგეტსთან“ 114"124 დამარცხდა, ლებრონ ჯეიმსმა კი ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა.
ლეგენდარულმა კალათბურთელმა NBA-ში 40 000 ქულიანი ზღვარი გადალახა, რითაც ის ისტორიაში პირველია. NBA-ში მსგავსი შედეგი აქამდე არავის ჰქონია.
„მეფემ“ „დენვერთან“ 26 ქულა, 4 მოხსნა და 9 პასი მიითვალა, მაგრამ საკუთარი გუნდი რეკორდის მიუხედავად მარცხისგან ვერ იხსნა. სტუმართა რიგებში ცხადია ნიკოლა იოკიჩმა გაიბრწყინა, რომელმაც 35 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი დააგროვა.
ლებრონი NBA-ს ისტორიაში საუკეთესო მექულე ჯერ კიდევ შარშან გახდა, როდესაც კარიმ აბდულ-ჯაბარს გადაასწრო, ახლა კი, 40 000 ქულასაც გადასცდა.
„ლეიკერსი“ 33 მოგებით და 29 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ მეათე ადგილზეა.