„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ „რეალთან“ მატჩის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო.
„3:1-ის შანსი გვქონდა, თუმცა მანამდე გიორგიმ 2:2-სგან გადაგვარჩინა. თამაშის მიწურულს ბოლომდე გვჯეროდა, ორი მომენტი გვქონდა, პენალტიც დაინიშნა, რომელიც მერე გააუქმეს. ძალიან კარგად ვითამაშეთ ისეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც „რეალია“, - თქვა ბარახამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილს 26 შეხვედრაში 31 გოლი აქვს გაშვებული და კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.
„ვალენსია“ 37 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 9 მარტს, „ხეტაფეს“ უმასპინძლებს.