ფეხბურთი

1:55 | 3.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინო" "ფიორენტინას" დაუზავდა, საზონოვმა შეცვლაზე ითამაშა

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში „ტორინომ“ ფლორენციის „ფიორენტინას“ უმასპინძლა და უგოლოდ დაუზავდა.

ტურინელებმა 39-ე წუთზე გაიტანეს, მაგრამ დუვან საპატას გოლი ვიდეორეფერიმ გააუქმა. ტაიმის ბოლოს „ტორო“ რიჩის გაძევების გამო მოედანზე კაცნაკლული დარჩა და მეორე ნახევარში ქულა მაინც მოიპოვა.

საბა საზონოვი მოედანზე 87-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ტურინელები ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდნენ. საბასთვის ეს იყო სერია A-ში მეათე მატჩი, თუმცა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ იყო.

„ტორინოს“ 27 ტურის შემდეგ 37 ქულა აქვს და მეათე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 8 მარტს, სტუმრად „ნაპოლისთან“ ჩაატარებს.

0.133473