ყაზახეთის პრემიერლიგის პირველ ტურში ალმატის „კაირატმა“ „კიზილჟარი“ 2:1 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი გიორგი ზარიამ გაიტანა, თანაც ძალიან ლამაზი.
ქართველმა ფეხბურთელმა 71-ე წუთზე შორი მანძილიდან დაარტყა და ფანტასტიკური ბურთი შეაგდო. ეს მისი დებიუტი იყო ყაზახეთის ჩემპიონატში. ზარიამ 90-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ლუკა გადრანმა შეუცვლელად.
„კიზილჟარში“ 90 წუთი იყო მოედანზე ლუკა იმნაძე, ხოლო ლუკა ბუღრიძე მოედანზე 86-ე წუთზე გამოჩნდა.
„კაირატი“ მეორე ტურში 7 მარტს, „ტურანს“ ესტუმრება, ხოლო „კიზილჟარი“ 6 მარტს, „კაისარს“ ესტუმრება.