ფეხბურთი

23:00 | 2.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 2-ის 27-ე ტურში „ბორდო“ „როდეზს“ დაუპირისპირდა და მარცხს ბოლოს გადაურჩა.

თუმცა, ჟირონდელებმა თამაში კარგად დაიწყეს და მე-18 წუთზე ანგარიში ზურიკო დავითაშვილმა გახსნა, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა და ზუსტად დაარტყა. სხვათა შორის, ეს ზურიკოს პირველი გოლია საფრანგეთში, რომელიც გასვლით შეხვედრაში გაიტანა.

„როდეზმა“ პირველივე ტაიმში შეცვალა სიტუაცია და დაწინაურდა. სტუმრები მარცხისგან მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე იგნატენკომ იხსნა და ფრე 2:2. დავითაშვილი 76-ე წუთზე შეცვალეს.

ქართველ შემტევს მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს აქტივში, ხოლო „ბორდო“ 36 ქულით მე-13 ადგილზეა და მომდევნო ტურში 9 მარტს, „რუენს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118333