ფეხბურთი

18:54 | 2.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„სევილიამ“ „სოსიედადს“ მოუგო და პრიმერას ცხრილში ორი ადგილით დაწინაურდა

დღეს, 2 მარტს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურის მატჩში „სევილიამ“ „რეალ სოსიედადს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

„სევილიამ“ უკვე მე-13 წუთისთვის მოიპოვა კომფორტული უპირატესობა იუსეფ ენ-ნესირის დუბლის წყალობით, რომელმაც პირველი გოლი მე-11 წუთზე გაიტანა, მეორე კი მე-13-ზე. ტაიმის ბოლოს სტუმარმა ანდრე სილვამ 11-მეტრიანით გაქვითა ერთი ბურთი. შესვენების შემდეგ კი გუნდებმა თითო გოლიც გაცვალეს (სერხიო რამოსი, ბრაის მენდესი). საბოლოოდ - 3:2.

ამ გამარჯვების შემდეგ „სევილიამ“ 27 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში ორი ადგილით დაწინაურდა, მე-14 ადგილზე ავიდა. „სოსიედადი" კი 40 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

0.11033