რაგბი

17:48 | 2.03.2024 | ნანახია 1180 - ჯერ

„ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთი 43:5 დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში დღეს, 2 მარტს, საქართველოს ნაკრებმა „მიხეილ მესხზე“ რუმინეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა, 43:5 დაამარცხა და 17 მარტს პარიზულ ფინალში პორტუგალია - ესპანეთის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

პირველ ტაიმში ქართველებმა ორი ლელო დადეს, ორივე აკაკი ტაბუცაძის ანგარიშზეა. მეორე ნახევარში „ბორჯღალოსნების“ უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა, მათ ხუთი ლელო (მირიან მოდებაძე, ბექა გორგაძე, ლუკა ივანიშვილი, ტაბუცაძე, დემურ თაფლაძე) დადეს და ოთხი საჯარიმო (ვასილ ლობჟანიძე დავით ნინიაშვილი, თედო აბჟანდაძე (2) გარდასახეს.

ანთიმოზ ივერიელის თასიც, რომელიც ქართველ და რუმინელ მორაგბეებს შორის თამაშდება. ერთი წლით ისევ საქართველოში დარჩა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:42 | 02.03.2024
KD (575)

დომინაცია კარგია, მაგრამ ბევრ მომენტს ვაფუჭებთ. მხოფლიოზეც ბოლო ვიყავით გაჭრილი ხაზის შემდეგ აღებული ქულებით, მხოლოდ 9 პროცენტში მოვახერხეთ ქულების აღება, და ახლაც პირველ ტაიმში 20+ მომენტი და მხოლოდ 2 ჯერ ავიღეთ ქულები. მაგრამ წინსვლა იგრძნობა და ამ ტემპში თამაშს თუ მივეჩვევით, ძალიან წაგვადგება.

პ.ს. ნინიაშვილი უბრალოდ სასწაულია, დღეს ულაპარაკოდ მსოფლიოს საუკეთესო 10ეულში შედის, პირადად ჩემთვის საუკეთესოა

0.110181