ფეხბურთი

14:52 | 2.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი „ლაციოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე: „ალბათ საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ“

„ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ჟურნალისტებს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის „ლაციოსთან" საპასუხო მატჩის მოლოდინი გაუზიარა, რომელიც 5 მარტს, მიუნხენური კლუბის ბოლოდროინდელი ცუდი შედეგების ფონზე გაიმართება.

„დიდი ხანია ხან აღმავლობა გვაქვს, ხან ვარდნა, ამიტომ შესაძლებელია, „ლაციოსთან" მატჩში საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. ამისთვის საჭიროა მოვწესრიგდეთ და მზად ვიყოთ გეგმის შესასრულებლად. მოვემზადებით, ვიქნებით პოზიტიურ განწყობაზე და იმედია დადებით შედეგსაც მივრწევთ,“ - ციტირებს ტუხელის სიტყვებს ტვიტერზე Bayern & Germany.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი" – „ლაციოს" მატჩი 5 მარტს მიუნხენის „ალიანს არენაზე" გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „არწივებმა“ მიუნხენურ კლუბს ანგარიშით 1:0 მოუგეს.

0.113531