ფეხბურთი

10:27 | 2.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი: "კვარაცხელია მარიო რუისთან უკეთ თამაშობს, ვიდრე ოლივერასთან"

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯოვანი ფრანჩინიმ თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ყოველთვის უკეთ თამაშობს, როცა მარცხენა მცველის პოზიციაზე მარიო რუია და არა მატიას ოლივერა.

„ჩემი აზრით, კვარაცხელია უკეთ თამაშობს, როცა ზურგს უკან მარიო რუი ჰყავს, ისინი ერთმანეთს თვალდახუჭული უგებენ“, - თქვა ფრანჩინიმ.

აქვე გეტყვით, რომ მარიო რუიმ „ნაპოლის“ მაისურით ბოლოს 4 თებერვალს ითამაშა და ბოლო დროს ძირითადში მატიას ოლივერა უფრო ხშირად ხვდება.

0.106863