ფიბამ სანაკრებო მატჩების შემდეგ რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების პოზიცია უცვლელი დარჩა.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდს 12 ქულა მოაკლდა, შედეგად, 453.8 ქულით ევროპაში მე-14, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 23-ე ადგილია. აღსანიშნავია, რომ ქულების კლების მიუხედავად, საქართველომ რეიტინგში წინა შედეგი შეინარჩუნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დანიისა და სერბეთის წინააღმდეგ ევრო 2025-ის შესარჩევი ეტაპის საწყის ორ შეხვედრაში დამარცხდა.