ორთვიანი უქმობის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილი გამოჯანმრთელდა და ესპანეთის ლა ლიგის უახლოეს მატჩში „ოვიედოს“ წინააღმდეგ „ლევანტეს“ განაცხადშია.
გიორგიმ ტრავმა დეკემბერში მიიღო და ვარჯიში რამდენიმე დღის განაახლა. ძირითად შემადგენლობაში მისი გამოჩენა მოსალოდნელი ამჯერად არ არის, მაგრამ სათადარიგო სკამზე იქნება და შეცვლაზე შეიძლება ჩაერთოს თამაშში.
აღსანიშნავია, რომ „ლევანტეს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს ფელიპეს სახით. ვალენსიურ კლუბში მწვრთნელის შეცვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლო დროს წარუმატებელი სერია ჰქონდათ.