ძიუდო

17:02 | 1.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი სარდალაშვილის ვერცხლის მედალი ტაშკენტის გრანდ სლემზე

ტაშკენტის გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებმა ვერცხლი მედლით დაიწყო, რომელიც გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.

60 კგ წონით კატეგორიაში სარდალაშვილმა უზბეკი კამოლიდინ ბახტიოროვი, ტაჯიკი ჰაქდოდ გულოვი, ყაზახი იელდოს სმეტოვი და ფრანგი რომან პიკარი დაამარცხა, ხოლო ფინალში უზბეკ დოსტონ რუზიევს გაეჯიბრა, რომელთანაც მარცხი განიცადა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ამავე წონაში გამოდიოდა ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელმაც პორტუგალიელ როდრიგო ლოპეშს აჯობა, მაგრამ შემდეგ ყაზახ იელდოს სმეტოვთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

66 კგ წონით კატეგორიაში კი ლაშა ნადირაძემ პირველივე შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელ ბარუშ შმაილოვთან განიცადა მარცხი.

0.119691