ძიუდო

13:36 | 1.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი სარდალაშვილი ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალშია

ძიუდოში ტაშკენტის გრანდ სლემი დაიწყო, სადაც პირველი საშეჯიბრო დღეს გიორგი სარდალაშვილი ფინალში გავიდა.

60 კგ წონით კატეგორიაში სარდალაშვილმა უზბეკი კამოლიდინ ბახტიოროვი, ტაჯიკი ჰაქდოდ გულოვი, ყაზახი იელდოს სმეტოვი და ფრანგი რომან პიკარი დაამარცხა, ხოლო ფინალში უზბეკ დოსტონ რუზიევს გაეჯიბრება.

ამავე წონაში გამოდიოდა ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელმაც პორტუგალიელ როდიროგ ლოპეშს აჯობა, მაგრამ შემდეგ ყაზახ იელდოს სმეტოვთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

66 კგ წონით კატეგორიაში კი ლაშა ნადირაძემ პირველივე შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელ ბარუშ შმაილოვთან განიცადა მარცხი.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

0.117851