კალათბურთი

1:30 | 1.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიამ ტრავმა მიიღო, ტომასონს ევროლიგაში უქულო დებიუტი ჰქონდა

ევროლიგის 27-ე ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „ვალენსია“ 87:74 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

სასტარტო ხუთეულში იყო თორნიკე შენგელია, მაგრამ ქართველმა კალათბურთელმა პირველი პერიოდის მიწურულს, როცა მეტოქის კალათს უტევდა, ტრავმა მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა. თორნიკემ პარკეტი კოჭლობით დატოვა და ჯერ უცნობია მისი ტრავმის ხარისხი. შენგელიამ 6 წუთში 2 მოხსნის და 1 პასის გაკეთება მოასწრო.

„ვირტუს ბოლონია“ 17 მოგებით და 10 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 მარტს, „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრება.

დღესვე, ევროლიგაში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ახალ ლეგიონერს, ჯო ტომასონს, რომლის თელ ავივის „მაკაბიმ“ სტუმრად ბერლინის „ალბა“ 106:71 დაამარცხა. ტომასონმა არასრული 8 წუთი ითამაშა და უქულოდ დატოვა პარკეტი - მხოლოდ 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116524