შოთა არველაძის „კარაგუმრუკმა“ სტუმრად სტამბოლის „გალათასარაი“ 2:0 დაამარცხა და თურქეთის თასის ნახევარფინალში გავიდა.
ქართველი სპეციალისტის გუნდმა ძლიერი მეტოქე მისსავე მოედანზე მეოთხედფინალურ სტადიაზე დაჯაბნა. ანგარიში მატჩის დასაწყისში მარკაომ გახსნა, ხოლო შეხვედრის მიწურულს რაიან მენდეშმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
ამრიგად, „კარაგუმრუკი“ თურქეთის თასის ნახევარფინალშია, სადაც ასევე „ბეშიქთაში“, „ტრაბზონსპორი“ და „ანკარაგიუჯუ“ ითამაშებენ.
აქვე გეტყვით, რომ „კარაგუმრუკი“ თურქეთის სუპერლიგაში 27 ტურის შემდეგ 29 ქულით მე-14 ადგილზეა.