სხვა

19:00 | 29.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბერულავა-მეტელკინას წყვილი იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ტაიბეიში (ტაივანი) იუნიორთა შორის 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში.

19 მონაწილე წყვილს შორის 179,32 ქულით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა საქართველოს ნაკრების სპორტულმა წყვილმა - ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ. იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ეს მეორე ოქროს მედალია, როცა საქართველოს წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ ამ ყველაზე მაღალი სინჯის მედლებით.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი გახდა.

0.132638