ფეხბურთი

16:18 | 29.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერის“ მწვრთნელი ინძაგი: „2,5 წელია კარგად ვთამაშობთ და ხუთი თასი მოვიგეთ“

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი რამდენიმე წელია ღირსეულ, ხარისხიან თამაშს აჩვენებს.

„არ ვუარყოფ, კარგად ვთამაშობთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ უკვე ორწელიწადნახევარია. მოვიგეთ ხუთი თასი, ვითამაშეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ვართ სერია A-ს ცხრილის სათავეში. ვიცით, რომ იანვარში „იუვენტუსზე“ თავით და მხრით მაღლა ვიყავით. ერთ თვეში გავზარდეთ სხვაობა, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილო არაფერია“, - ციტირებს ინძაგის სიტყვებს Football Italia.

26 ტურის შემდეგ, „ინტერი" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 69 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. სიმონე ინძაგი ინტერს 2021 წლიდან ხელმძღვანელობს. ამ პერიოდის განმავლობაში, „ნერაძურიმ“ იტალიის სამი თასი და ქვეყნის ორი სუპერთასი მოიგო, ასევე 2022/2023 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111485