„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ შეაქო თავისი ფეხბურთელების - გარემარბ მიხაილო მუდრიკის და ნახევარმცველ კონორ გალახერის თამაში ინგლისის ასოციაციის თასის 1/8 ფინალში „ლიდს იუნაიტედთან“ (3:2). ორივე ფეხბურთელმა გოლის გატანა მოახერხა.
„მუდრიკს საოცარი ნიჭი აქვს. თუმცა, ეს ნიჭი გუნდურ თამაშში უნდა გამოიყენოს ამისთვის ნებისმიერ ფეხბურთელს დრო სჭირდება.
გალაჰერი? ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მისი წვლილი გუნდურ მატჩებში ფანტასტიკურია. კონორის ძალისხმევა და თამაშის ხარისხი შეუიარაღებელი თვალით ჩანს“, - ციტირებს ტვიტერზე პოჩეტინოს სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
მიმდინარე სეზონში მუდრიკმა „ლურჯების“ შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, ოთხი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
გალახერმა 35 მატჩში ოთხი ბურთის გატანა და შვიდი საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ასეთ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდნენ ჩვენი ფეხბურთელები და მერე იკადრებენ და ტრ..კს გაანძრევენ ან და თამაშს თავს დაანებებენ. ახლა არც ერთს აკეთებენ და არც მეორეს და არც ჩვენ ვვარგივართ გულშემატკივრები.