თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო, მსოფლიოს 2023 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულის, საქართველოს ქალთა ნაკრების და 2023 წლის ევროპის გუნდური ჩემპიონატის, ვერცხლის პრიზიორის, აზერბაიჯანის ქალთა გუნდის მატჩ-ტურნირი.
ასპარეზობა მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციის ფიდეს 100 წლისთავთან დაკავშირებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა ფარგლებში ტარდება.
მატჩ-ტურნირის პირველი სათამაშო დღე ყაიმით (2,5:2,5) დასრულდა.
მეორე დღეს კი ჩვენებურებმა გაიმარჯვეს.
გუნდს გამარჯვების ქულა ნინო ბაციაშვილმა მოუტანა.
საქართველო 3 : 2 აზერბაიჯანი
მერი არაბიძე (2461) ½ : ½ მამადზადა გუნაი (2449)
ნინო ბაციაშვილი (2447) 1 : 0 ულვია ფატალიევა (2384)
ლელა ჯავახიშვილი (2438) ½ : ½ გოვარ ბეიდულაიევა (2374)
სალომე მელია (2355) ½ : ½ გულნარ მამადოვა (2351)
ბელა ხოტენაშვილი (2464) ½ : ½ ხანიმ ბალაიევა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია