ფეხბურთი

17:30 | 28.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ეგვიპტელი ფეხბურთელი: "სალაჰმა არაბულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა"

ვეტერანმა ეგვიპტელმა ფეხბურთელმა აჰმედ ჰოსამ მიდომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოჰამედ სალაჰი მომდევნო სეზონიდან საუდის არაბეთში ითამაშებს.

მინდოს არ დაუკონკრეტებია კლუბი, მაგრამ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.

მო სალას „ლივერპულთან“ ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება და ჯერჯერობით, მის განახლებაზე მხარეები არ მუშაობენ. სალაჰს შარშანაც შეეძლო საუდის არაბეთში გადასვლა, მაგრამ ინგლისური კლუბის დატოვებაზე უარი თქვა. თუმცა, შეიძლება ამჯერად სიტუაცია შეიცვალოს.

მოჰამედ სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს და 333 შეხვედრაში 205 გოლი აქვს გატანილი. სალაჰი მანამდე „რომას“, „ფიორენტინას“, „ალ მოკავლონის“, „ბაზელის“ და „ჩელსის“ ღირსებას იცავდა.

0.061537