სხვა

16:59 | 28.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერეკლე არსენაშვილი კარიერას ფრანგულ გუნდში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების ხელბურთელი ერეკლე არსენაშვილი ზაფხულიდან კარიერას „ტრემბლეში“ გააგრძელებს.

ფრანგულმა კლუბმა ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურად დაადასტურა. მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ამრიგად, არსენაშვილი მიმდინარე სეზონის ბოლოს ესპანურ „პუენტე ხენილს“ დატოვებს. „ტრემბლე“ საფრანგეთის მეორე დივიზიონში გამოდის, მაგრამ ლიდერია და დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონიდან უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს.

ქართველ ხელბურთელს, რომელმაც თავი ევროპის ჩემპიონატზე კარგი თამაშით გამოიჩინა, მანამდე „სპორტინგში“, „ბრაგასა“ და ბერძნულ კლუბებში აქვს ნათამაშები.

0.114606