ნეაპოლში, ფორჩელას უბანში ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის მურალი, ნეაპოლელი რეპერის, ჯეოლიერის მურალით ჩაანაცვლეს.
ნეაპოლელმა მომღერალმა ცოტა ხნის წინ დიდ წარმატებას მიაღწია სანრემოს ფესტივალზე, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. ნახატი იმავე ადამიანმა შექმნა, რომელმაც შარშან ხვიჩას და ვიქტორის მურალი.
კვარაცხელიას და ოსიმენის მურალი ხსენებულ ადგილას გასული სეზონიდან იყო, მაგრამ როგორც ჩანს, სკუდეტოს გმირებს ამჯერად ადგილობრივი მომღერალი ამჯობინეს.