ფეხბურთი

22:17 | 27.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

გრიგოლ ჩაბრაძე ირანულ გუნდში გადავიდა

„დინამო ბათუმის“ ყოფილი ფეხბურთელი გრიგოლ ჩაბრაძე კარიერას „ზობაჰანში“ გააგრძელებს. ირანულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

27 წლის ჩაბრაძე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 2013-2019 წლებში თამაშობდა, შემდეგ მცირე ხნით „თელავში“ იყო, ხოლო 2021 წლიდან „დინამო ბათუმის“ ღირსებას იცავდა, სადაც 108 თამაშში 2 გოლი გაიტანა.

გრიგოლ ჩაბრაძეს საქართველოს ნაკრების მაისურით 2021-2022 წლებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული. „ზობაჰანი“ ირანის ჩემპიონატში 16 ქულით 25 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110941