ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელმა ვილიამ ტროსტ-ეკონგმა განაცხადა, რომ იცის სად გააგრძელებს კარიერას ზაფხულში ვიქტორ ოსიმენი.
მათ ცოტა ხნის წინ აფრიკის თასზე ერთად ითამაშეს და შესაძლოა, ინფორმაციას მართლაც ფლობდეს. თუმცა, გამოცდილ ფეხბურთელს კონკრეტული გუნდი არ დაუსახელებია.
„ვიცი, ოსიმენი კარიერას სად გააგრძელებს. თქმა არ შემიძლია, მაგრამ ვიცი. პრემიერლიგა? არ შემიძლია დასახელება“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენის „ნაპოლიდან“ წასვლაზე კარგა ხანია ვრცელდება ინფორმაცია და სავარაუდოდ, ის იტალიურ კლუბში ბოლო სეზონს ატარებს.