სხვა

18:10 | 27.02.2024 | ნანახია NaN - ჯერ

ილია თოფურიას ესპანეთის პრემიერმინისტრი შეხვდა და მას ესპანეთის მოქალაქეობას მისცემენ (+VIDEO)

ილია თოფურიას სულ მალე ესპანეთის მოქალაქეობას მიანიჭებენ. ამის შესახებ განცხადება ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა გააკეთა.

სანჩესი თოფურიას მეუღლესთან ერთად შეხვდა, სადაც მას გაესაუბრა, ხოლო შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომ ქართველ მებრძოლს ესპანურ პასპორტს სულ მალე გადასცემენ.

„დღეს დილით ილია თოფურიას, UFC-ის ახალ მსოფლიოს ჩემპიონს შევხვდი. თქვენმა ძალისხმევამ, თავდადებამ და შეუპოვრობამ მიგიყვანათ ერთ-ერთი ოცნების ასრულებამდე. მეორეც ძალიან მალე რეალობად იქცევა. თქვენი სიყვარული ესპანეთის მიმართ, მალე ესპანურ პასპორტში აისახება“, - დაწერა ტვიტერში სანჩესმა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ში ქამარი მოიგო.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:38 | 27.01.2022
lashalsh (143)

მეორე გოლიც მიქასია იასნია , რა გაუკეთა ზიდანის ფინტით და სად მოხვდა ძელს , ძელიდან ასხლეტილი კიდე ცარიელ კარში გაიატან იმ ჩემისამ

12:43 | 27.01.2022
dinamo222 (8587)

პირველი მომენტი რომ ქონდა 32:56 ზე კომენტატორმა რა თქვა-მიქაუტაძემ ისე დაარტყა მეკარეს ბუასილი გაუჩინაო DD

12:41 | 27.01.2022
johnsilver (1156)

ადვილად აბურთავა მთელი დაცვა.

0.059346