ფეხბურთი

17:36 | 27.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "საბურთალოს" სახელი შეეცვალა და ოთხი ლეგიონერიც წარადგინეს

„საბურთალოს“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე ბენდელას სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” სახელწოდება ოფიციალურად შეიცვალა და ახალი სეზონიდან კლუბი “იბერია 1999” სახელწოდებით იასპარეზებს.

ასევე, “იბერია 1999-ის” პრეზიდენტმა წარადგინა ახალწვეული ფეხბურთელები. დერეკ აგიაკვა – რომლის კარიერაც ,,ტვენტეს” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. ნიდერლანდურ კლუბში ასპარეზობის შემდეგ დერეკმა “უოტფორდის” 23-წლამდელთა გუნდში გააგრძელა თამაში. ასპარეზობდა იტალიურ “კომოსა” და ინგლისურ “პორტვეილში”.

გარდა ამისა, “იბერია 1999-ის” გუნდში ჩაირიცხნენ: რომან გამარა, კრისტიან ლუდუენა და ლუსიანო ვიანო, რომლებიც სამხრეთ-ამერიკულ ჰოლდინგთან პარტნიორობის ფარგლებში, არგენტინის ვიცე-ჩემპიონ ,,ტალიერესიდან” მოიწვია საფეხბურთო კლუბმა “იბერია 1999-მა”.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: „სახელის გადარქმევას თავისი მიზეზები გააჩნია. ეს ჩემთვისაც რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ კლუბის განვითარებისთვის აჯობებს, უბნის გუნდის პროექტი ეროვნული მიმართულებით განვითარდეს. ეს მარკეტინგულადაც სწორი ნაბიჯია და უცხოელ პერტნიორებთან ურთიერთობაშიც დაგვეხმარება.

0.471656