ფეხბურთი

17:00 | 27.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთის ნაკრების ფეხბურთელს ტვინის დაზიანება დაუდგინდა

შვედეთის ნაკრების ფეხბურთელ კრისტოფერ ოლსონს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს.

28 წლის ფეხბურთელმა 20 თებერვალს, საკუთარ სახლში გონება დაკარგა, რის შედეგადაც ბოლო დღეები მან ჰოსპიტალში გაატარა. დადგინდა, რომ ფეხბურთელს ტვინის დაზიანება აღენიშნება.

დაავადება არ არის გამოწვეული თვითდაზიანებით ან გარეფაქტორებით. ჯერჯერობით, ექიმები მის მდგომარეობას სწავლობენ, მაგრამ პრობლემა სერიოზულია.

ოლსონმა კარიერა „არსენალში“ დაიწყო, თუმცა შემდეგ „მიდტიულანდის“, „აიკის“, „კრასნოდარის“ და „ანდერლეხტის“ ღირსებას იცავდა, ხოლო 2022 წლიდან ისევ დანიურ „მიდტიულანდს“ დაუბრუნდა. შვედეთის ნაკრებში 2017 წლიდან მას 46 უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114395