ფეხბურთი

16:27 | 27.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: ჯუღელის განცხადებას ერთი მიზანი აქვს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა.

ჯუღელმა რუსულ მედიას უთხრა, რომ დიდი კლუბებიდან შეთავაზებები აქვთ და მაისში ყველაფერი გაირკვევა.

აი, რას წერს ამ კომენტარზე ყველაზე პოპულარული იტალიური გაზეთი: „რა აზრი აქვს ამ განცხადებას „ნაპოლისთვის“ უარყოფით მომენტში და იმავე ხვიჩასთვის ცუდ პერიოდში, როდესაც ბოლო ორ მატჩში უღიმღამო თამაშის გამო შეცვალეს? ჯუღელს „ნაპოლის“ ზეწოლის მოხდენა სურს კონტრაქტის გაუმჯობესების მიზნით“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და 1.2 მილიონი ევროს ხელფასით კლუბის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11027