მადრიდის „რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა იტალიის ჩემპიონატში შესაძლო სამუშაოს შესახებ შეკითხვას უპასუხა.
51 წლის ფრანგი „იუვენტუსის“ და იტალიის ნარების ყოფილი მწვრთნელის, მარჩელო ლიპის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერას დაესწრო. იქ მას ჰკითხეს შესაძლო სამუშაოს შესახებ სერია A-ში.
„რატომაც არა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ახლა სხვა საქმეებს ვაკეთებ, მაგრამ ვნახოთ - რა თქმა უნდა, მსურს ისევ სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნება“, - ციტირებს ტვიტერზე ზიდანის პასუხს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
ზიდანი 2021 წლის ზაფხულიდან აღარ მუშაობს. მას შემდეგ, რაც სამწვრთნელო კარიერაში მადრიდის „რეალი" მეორედ დატოვა.







