გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ლოთარ მათეუსმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, იმის თაობაზე თუ ვინ შეეფერება მიუნხენური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოზიციას.
„ჩაბი ალონსო „ბაიერნის" სიის სათავეში უნდა იყოს მისი შრომისმოყვარეობის, სანდოობის და ლევერკუზენში წარმატებების გამო. მე ვერ დავასახელებ ვერც ერთ მწვრთნელს ევროპაში და მსოფლიოში, რომელიც „ბაიერნს“ უკეთ შეეფერება, ვიდრე ალონსო.
მაგრამ ის „ბაიერზეა“ ორიენტირებული და ვფიქრობ, რომ ეს კარგია. ალონსო ჯერ არ არის დაინტერესებული არც „ბაიერნით,“ არც „ლივერპულით“ და არც მადრიდის „რეალით.“ მას აინტერესებს მხოლოდ სამი ტიტულის მოგება „ლევერკუზენთან“ ერთად მომდევნო ორნახევარ თვეში“, - ციტირებს მათეუსის სიტყვებს Sky Sport Germany.
„ბაიერნმა“ ადრე გამოაცხადა, რომ თომას ტუხელი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს სეზონის ბოლოს დატოვებს. ამჟამად, ბუნდესლიგის 23 მატჩის შემდეგ, „ბაიერნი“ 53 ქულით მეორე ადგილზეა. ლიდერი კი 61-ქულიანი ალონსოს „ლევერკუზენია.“