ფეხბურთი

11:20 | 27.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ვესტ ჰემის“ მოთამაშე ბოუენი მის ჰეთ-თრიქზე: „წარმოუდგენელი გრძნობაა“

„ვესტ ჰემის“ თავდამსხმელმა ჯაროდ ბოუენმა ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩში „ბრენტფორდთან“ (4:2) ჰეთ-თრიქის გაფორმებაზე ისაუბრა. ინგლისელისთვის ეს სამგოლა კარიერაში პირველი იყო.

„წარმოუდგენელი გრძნობაა. მოგება და სამი გოლის გატანა... ეს ჩემთვის საამაყო მომენტია“, - ციტირებს ტვიტერზე ბოუენის სიტყვებს პრემიერლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.

პრემიერლიგის 26 ტურის შემდეგ „ვესტ ჰემი“ 39 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. შიდა ჩემპიონატის მომდევნო მატჩში დევიდ მოიესის შეგირდები სტუმრად „ევერტონს“ დაუპირისპირდებიან. თამაში 2 მარტს გაიმართება.

0.115734