ფეხბურთი

10:07 | 27.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალის“ სტადიონზე კილიან მბაპეს გამოსახულებით შარფებს ყიდიან

პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე, სავარაუდოდ, ფრანგულ კლუბს დატოვებს და მადრიდის „რეალში“ გადავა. ეს ამბავი უკვე „საპნის ოპერას“ დაემსგავსა, თუმცა, ჩანს, ამ ზაფხულს კილიანი მართლაც მოირგებს „სამეფო კლუბის“ მაისურას.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა მადრიდული გუნდის შარფების ფოტოები საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის გამოსახულებით, რომლებიც „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე საცალო ვაჭრობის ობიექტებში იყიდება.

შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 25 წლის კილიან მბაპე „რეალთან" კონტრაქტის საბოლოო დეტალებს აზუსტებს. შეთანხმება ძალაში 2024 წლის 1 ივლისს შევა. მადრიდელებს სურთ მბაპესთან ხელმოწერის პროცესი უახლოეს კვირებში დაასრულონ, მაგრამ მისი ტრანსფერის შესახებ მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ გამოაცხადებენ.

მბაპე პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს. 25 წლის ფეხბურთელმა პარიზელებთან ერთად 13 ტიტული მოიგო. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა, 32 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან წლეულს ივნისის ბოლომდეა ძალაში.

0.119396