სხვა

1:30 | 27.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილი: "ჩემს შესახებ აბსურდული ბრალდებები ვრცელდება"

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც უარყო ის ინფორმაციები, რომელიც მის შესახებ ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა.

„ყველას მოგესალმებით. როგორც იცით, ჩემს მიმართ ბოროტი ადამიანებისგან წამოვიდა ცილისწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე, ნათესავებსა და გულშემატკივრებზე.

ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დაეწყოთ. აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა. ახლა კი იძულებული ვარ, მოგმართოთ და დაგამშვიდოთ. ვინც მიცნობს ემიგრაციასა და საქართველოში, ყველამ კარგად იცის, რომ არასდროს არ ჩამიდენია ისეთი საქციელი, რაც შეარცხვენდა ჩემს გვარს, ჩემს ოჯახს და ჩემს სამშობლოს. არასდროს, ჩემს სიცოცხლეში არცერთი ბრალდებულის საქმეზე არ დავუკითხივარ პოლიციას, არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ და არასდროს ვყოფილვარ მოწმე სასამართლოში. ყოველთვის, რითაც შემეძლო გვერდში ვედექი გაჭირვებულ ადამიანს, როგორც ძმა და როგორც მეგობარი. ყველაფერი, რაც ჩემზე ითქვა, არის საშინელი ცილისწამება. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს და ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელები არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პასუხი გავცე ამ ბინძურ კამპანიას. გთხოვთ ყველას, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. მართალი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი კაცობის, სამშობლოსა და ღმერთის წინაშე!", - დაწერა დვალიშვილმა.

0.122921