დანიელი სპეციალისტი იონ დალ ტომასონი შვედეთის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა. ის პირველი უცხოელია, რომელიც შვედეთის ნაკრებში იმუშავებს.
მხარეებმა კონტრაქტი 2026-წლამდე გააფორმეს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, თანამშრომლობა განახლდება.
ტომასონმა იანე ანდერსონი შეცვალა, რომელიც ევრო 2024-ზე ვერგასვლის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს. იონ დალმა სამწვრთნელო კარიერა „ექსელსიორში“ დაიწყო, შემდეგ იყო „როდაში“, ხოლო 2020 და 2021 წლებში „მალმიო“ ორჯერ გახადა შვედეთის ჩემპიონი. დანიელი ბოლოს ინგლისურ „ბლექბერნ როვერსში“ მუშაობდა.