ფეხბურთი

23:29 | 26.02.2024 | ნანახია NaN - ჯერ

საბა საზონოვმა "რომასთან" ითამაშა, "ტორინო" დამარცხდა (+VIDEO)

სერია A-ს 26-ე ტურში „ტორინო“ „რომას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა, საბა საზონოვს კი თამაშის შესაძლებლობა მიეცა.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მე-14 წუთზე მატეო ლოვატოს ნაცვლად შევიდა, რომელმაც ტრავმა მიიღო. საბამ 42-ე წუთზე პენალტი „აიკიდა“, როდესაც საჯარიმოში სერდარ აზმუნი წააქცია, პენალტი კი პაულო დიბალამ გოლად აქცია.

ტურინელებმა ორ წუთში დუვან საპატას გოლით გაათანაბრეს, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძელთა რიგებში დიბალა შეუჩერებელი იყო, რომელმაც გოლს დუბლი დაამატა და ჰეთ-თრიქი გაიფორმა. ბოლოსკენ დენ ჰიუსენის და ავტოგოლით საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.

საბა საზონოვმა მიმდინარე სეზონში მეცხრედ ითამაშა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ იყო. „ტორინო“ 36 ქულით მეათეა და მომდევნო ტურში 2 მარტს, „ფიორენტინას“ ეთამაშება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:04 | 30.06.2024
Gerry Marsden (856)

ჩემი აზრით ფეხბურთელების საკმაოდ კარგი შერჩევა ქონდა იტალიას,უბრალოდ ფორვარდი არ ყავდა,გინდ სკამაკა ყოფილიყო და გინდა მე,თუნდაც რეტეგი იყოს,ცხონებვული პაოლო როსის აჩრდილს რომ ეტრიალა მინდორზე ის უფრო მეტ სარგებლობას მოიტანდა!

23:10 | 29.06.2024
Bachana705 (373)

კიდევ თუ ვერ გავიდა ინგლისი ფინალში და გააუქმონ საერთოდ ეგ ნაკრები. მეტი რაღა უნდა, ყველა გრანდი აცდა გზად, ერთი იტალია იყო მაგათ მხარეს და ეგეც გამოამსევრეს. თუ რამის ერთი ადგილი აქვთ და პრეტენზია, უნდა გავიდნენ ფინალში. მართალია, იქ ვინც არ უნდა შეხვდეს, ყველა გაულაღლაღებს, მაგრამ მაინც.

11:55 | 30.06.2024
Gerry Marsden (856)

მე მგონი გრამატიკული შეცდომა გაქვს,ყველა-ს - ს აკლია მაქ აშკარად და მართალია არ უნდა კიდე)))

22:58 | 29.06.2024
KoRBeN DaLLaS (24844)

რაც მე ფეხბურთს ვუყურებ, მგონი იტალიის ნაკრების ყველაზე ცუდი ვერსია ეს იყო.
ჯგუფშიც რომ ჩარჩენილიყვნენ არ გამიკვირდებოდა, მაგრამ ჯერ ერთი დონარუმა მართლაც ხოშიანი მეკარეა და მეორე, სპალეტიც ნორმალური მწვრთნელია, რაღაც-რაღაცეების ხარჯზე გააქაჩინა გუნდს.
თუმცა ყ**სგან სალამურს ვერც ეგ გამოთლიდა )))

0.089624