კალათბურთი

22:50 | 26.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცინცაძე ნაკრებიდან გააცილეს: საქართველო სერბეთთან დამარცხდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.

დანიაში წაგების შემდეგ ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა თბილისში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ სერბეთს უმასპინძლა, მაგრამ განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე წააგო. ბრძოლა იყო, თუმცა მთელი თამაშის განმავლობაში კლასში სხვაობა იგრძნობოდა.

გარდამტეხი მაინც მეოთხე პერიოდის დასაწყისი იყო, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა და თამაშის მოგების შანსი გაუჩნდა, მაგრამ სწორედ მაშინ შეცდომების დაუშვეს და სერბებმა ამით კარგად ისარგებლეს, უმალვე გაზარდეს სხვაობა და და საბოლოოდ მშვიდად, 76:63 გაიმარჯვეს.

საუკეთესო საქართველოს ნაკრებიდან ისევ თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 19 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. 13 ქულით გამოირჩა ჯო ტომასონი, სხვა მოთამაშეები კი 10-ქულიან ზღვარს ვერ გადასცდნენ. გიორგი შერმადინს 9 მოხსნა კი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ 5 ქულა. გიორგი ცინცაძემ ბოლო სანაკრებო შეხვედრაში 6 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.

„ბუ“ 20-წლიანი სანაკრებო კარიერისა და 217 მატჩის შემდეგ გააცილეს ეროვნული ნაკრებიდან სპეციალური საჩუქრებიც გადასცეს.

დღესვე, ჩვენს ჯგუფში ფინეთმა 89:85 დაამარცხა დანია, რაც ჯიკიჩის გუნდისთვის კარგია. ორი ტურის მერე სერბეთი უდანაკარგოდ ლიდერია, დანიას და ფინეთს თითო მოგება/წაგება აქვთ, ხოლო საქართველო ჯერჯერობით, უქულოდ ბოლო ადგილზეა.

საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის მომდევნო ტურში 21 ნოემბერს, ფინეთს ესტუმრება, თუმცა, მანამდე ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა, სადაც ლატვიისა და ფილიპინების ნაკრებებს გაეჯიბრება.

საქართველო - სერბეთი 63:76 (12:21, 19:17, 21:22, 11:16)

სტატისტიკა სრულად...

0.132388