ფეხბურთი

22:31 | 26.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" დევისის შეძენასთან ახლოსაა

მადრიდის „რეალი“ „ბაიერნის“ მცველის, ალფონსო დევისის ტრანსფერზე მუშაობას და მიზანთან ახლოსაა.

ბრიტანული მედიის ცნობით, ესპანური კლუბი კანადელ ფეხბურთელს პირად კონტრაქტზე უკვე მოურიგდა, რომლის დეტალები უცნობია.

„რეალი“ დევისს 2024 წლის ზაფხულში ხელსაყრელ ფასად დაიმატებს, ან მეორე ვარიანტია, რომ 2025 წლის ზაფხულს დაელოდოს და უფასოდ დაიმატოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით.

ალფონსო დევისმა 2019 წლიდან დღემდე „ბაიერნის“ რიგებში 180 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის სამშობლოში, „ვანკუვერის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118112