ცნობილმა შვეიცარიელმა მსაჯმა ურს მაიერმა სუპერლიგის მორიგი ტურის დასრულების შემდეგ ყველა შეხვედრაში მსაჯის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეტილებები გაარჩია.
ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი გაბრიელ სიგუას უკავშირდება. „ბაზელის“ ქართველმა ფეხბურთელმა „ივერდონთან“ მატჩის 30-ე წუთზე მეტოქეს ყელში ჩაარტყა ხელი, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის ფეხბურთელები მის გაძევებას ითხოვდნენ.
როგორც მაიერმა აღნიშნა, მთავარმა არბიტრმა სავსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ყვითელი ბარათი გამოიყენა, რადგან სიგუას მხრიდან უხეშობა არ ყოფილა წითელი ბარათისთვის შესაბამისი.
შეგახსენებთ, რომ „ბაზელმა“ „ივერდონი“ 2:0 დაამარცხა, სიგუამ კი, ამ შეხვედრაში ანგარიში გახსნა.