ფეხბურთი

18:51 | 26.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონს" დაკლებული 10 ქულიდან 4 ქულა დაუბრუნეს

სააპელაციო სასამართლომ „ევერტონის“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 4 ქულა დაუბრუნა.

„ევერტონს“ ფინანსური დარღვევებისთვის პრემიერლიგამ გასული წლის ნოემბერში 10 ქულა დააკლო, რის გამოც კლუბი გავარდნის რეალურ კანდიდატად იქცა, მაგრამ ამ ქულებიდან 4 ქულა დაუბრუნეს.

შედეგად, ლივერპულელთა სატურნირო მდგომარეობა გაუმჯობესდა, სადაც „ბრენტფორდსა“ და „ნოტინგემს“ გადაასწრეს და 25 ქულით მე-15 ადგილზე გადავიდნენ.

0.106291