ფეხბურთი

11:50 | 26.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ირის ანტმანი: "თითოეული თამაში, რომელსაც მოვიგებთ, გუნდს მეტ თავდაჯერებას შესძენს"

საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან (3:0) მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, თითოეული მოგება გუნდს თავდაჯერებას და რწმენას გაუზრდის.

ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "გოგონებმა პირველივე წუთიდან კარგად ითამაშეს, თუმცა პირველ ტაიმში თავდაჯერება დააკლდათ საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად. მეორე ტაიმი კი შესანიშნავად დაიწყეს, ბევრს მოძრაობდნენ უბურთოდ და გააკეთეს ყველაფერი, რაზეც ვარჯიშებზე ვმუშაობდით. ბედნიერი ვარ. თითოეული თამაში, რომელსაც მოვიგებთ, მეტ თავდაჯერებას და რწმენას შესძენს გუნდს".

ანა ჩემინავა (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): "მინდა გოგონებს და გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. სასიხარულოა, რომ წლის პირველ მატჩში ორი გოლი გავიტანე, უბედნიერესი ვარ. დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე თამაშსაც გამარჯვებით დავასრულებთ".

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები 28 თებერვალს ამხანაგურ მატჩს კიდევ ერთხელ ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115679