ფეხბურთი

23:20 | 25.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სპეციას" მწვრთნელი გელაშვილის გაძევებაზე: "ეს ხდება, მაგრამ მისთვის გაკვეთილი იქნება" (+VIDEO)

სერია B-ს 26-ე ტურში „სპეციას“ მცველი ივა გელაშვილი ერთთვიანი უქმობის შემდეგ, რაც ტრავმით იყო გამოწვეული, მოედანზე დაბრუნდა, მაგრამ გააძევეს.

„მოდენასთან“ საგარეო შეხვედრაში ივამ 27-ე და 35-ე წუთებზე ორჯერ მოასწრო ყვითელი ბარათის მიღება, შესაბამისად, წითელიც უჩვენეს და მოედანი დატოვა. სხვათა შორის, პირველ წრეში მან სწორედ „მოდენას“ გაუტანა იტალიურ კარიერაში ჯერჯერობით ერთადერთი გოლი.

მატჩის შემდეგ ქართველი მცველის შესახებ ლიგურიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუკა დ’ანჯელომ კომენტარი გააკეთა.

„გელაშვილი ახალგაზრდა და ძალიან ძლიერი ბიჭია. შეიძლებოდა მეორე ყვითელი ბარათის თავიდან აცილება, მაგრამ ცოტა გამოცდილება აკლია, ამიტომ, შეცდომის დაშვება ხდება და ეს მისთვის გაკვეთილი იქნება“, - აღნიშნა დ’ანჯელომ.

„სპეცია“ სერია B-ში 26 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 28 თებერვალს, „ფერალპიზალოს“ შეხვდება. ივა გელაშვილს, რომელსაც მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, მომდევნო თამაში დისკვალიფიკაციის გამო გაუცდება.

0.125827