რაგბი

22:40 | 25.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | არესი 99:0 აკადემია

ქუთაისის ‘არესმა’ თბილისის ‘აკადემიას’ 15 უპასუხო ლელო გაუტანა და დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში სარეკორდო სხვაობით, 99:0 დაამარცხა.

„მხატვრებმა“ მშრალი ანგარიშით მეოთხე შეხვედრა დათმეს, 15 თამაშის შემდეგ კვლავაც უქულოდ არიან და ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი აღარ დარჩათ.

მასპინძელთა მხრიდან 4-4 ლელო გაიტანეს ნგლენ თაკაუტინმა და ირაკლი ცხადაძემ, ანდრო ახვლედიანმა დუბლი შეასრულა, იაგო ხილაძემ, ირაკლი თევზაძემ, გოგა კობახიძემ, ზაალ ცქიფურიშვილმა და ლაშა ხურცილავამ კი 5-5 ქულა მიითვალეს. გიორგი თევდორაძემ შვიდი, ბონდო აბაშიძემ ოთხი, ლაშა ხურცილავამ კი ერთი გარდასახვა შეასრულა.

ამ გამარჯვების შემდეგ ‘არესს’ 39 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე აღზევდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114487