ფეხბურთი

22:10 | 25.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" "ჩელსი" დაამარცხა და ინგლისის ლიგის თასი მოიგო

„ლივერპულმა“ მიმდინარე სეზონში პირველი ტიტული მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის ლიგის თასის ფინალს ლონდონის „ჩელსის“ წინააღმდეგ იურგენ კლოპის გუნდი საკადრო პრობლემებით შეხვდა.

მატჩის გმირი ვირჯილ ვან დეიკია, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. ვან დეიკმა ანგარიში ჯერ კიდევ მე-60 წუთზე გახსნა, მაგრამ თამაშგარის გამო გოლი გაუქმდა. ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, იმის მიუხედავად, რომ ორივე გუნდს ბევრი მომენტი ჰქონდა.

ყველაფერი კი, 118-ე წუთზე გადაწყდა, როცა ყველა უკვე პენალტების სერიას ელოდა. და, რა თქმა უნდა, ვან დეიკმა ითავა ყველაფერი, სწორედ მან გაიტანა თასის მომტანი გოლი.

„ლივერპულმა“ ინგლისის ლიგის თასი ისტორიაში მეათედ მოიგო.

„ჩელსი“ - „ლივერპული“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ვან დეიკი (118)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112149