ფეხბურთი

21:40 | 25.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

კალცონა: "კვარა იმას აკეთებს, რასაც ვითხოვ, ფანტასტიკური ბიჭია და მალე დაბრუნდება"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „კალიარისთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. მან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა და დარწმუნებულია, რომ მალე კვარა კარგ ფორმაში დაბრუნდება.

„მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რასაც მისგან ვითხოვ. ალბათ, თავის თვისებებზე კარგავს ჩემს დავალებებზე ზედმეტი კონცენტრირებით. ის ფანტასტიკური ბიჭია, ცოტა ინტროვერტი და ცოტას ლაპარაკობს. დარწმუნებული ვარ, მალე ძალიან დაგვეხმარება, რადგან გუნდის განკარგულებაშია.

ოსიმენს ტრავმა აქვს აქვს, უბრალოდ დაიღალა და შეცვლა ამიტომ მოითხოვა. აფრიკის თასი ფეხბურთელებს ანადგურებს, მაგრამ ის მალე შევა საუკეთესო ფორმაში, მასაც დრო სჭირდება. ის ფანტასტიკური ბიჭია, ორ თამაშში ორი გოლი გაიტანა.

მენტალური პრობლემა გვაქვს, რადგან გუნდი კარგ ფიზიკური კონდიციაშია. ეს დღესაც დავამტკიცეთ, რადგან არ გვქონია ჩავარდნა. ერთადერთი, რაზეც გუნდის გაკრიტიკება შემიძლია, ისაა, რომ თამაშის მიმდინარეობის უკეთ მართვა შეიძლება“, - თქვა კალცონამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ყველა ტურნირზე 33 შეხვედრაში 6 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში.

„ნაპოლის“ გასვლაზე 3 თვეა თამაში არ მოუგია, მას მერე, რაც 25 ნოემბერს „ატალანტა“ დაამარცხა. მას მერე 7 საგარეო მატჩში 2 ფრეს გამორჩა და 5-ჯერ წააგო. ამ შვიდ მატჩში კი, გოლი მხოლოდ ორ შეხვედრაში გაიტანა. „ნაპოლი“ 37 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩი 28 თებერვალს, სტუმრად „სასუოლოსთან“ ელოდება.

0.11586