თბილისის „საბურთალო“ სახელწოდებას იცვლის. ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სპორტი იმედზე“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „საბურთალოს“ „იბერია“ ეწოდება და დიდი ალბათობით, ეროვნული ლიგის პირველივე ტურიდან უკვე „იბერიას“ სახელით იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ „საბურთალო“ 1999 წელს დაარსდა და ამ პერიოდში ერთხელ გახდა საქართველოს ჩემპიონი, სამჯერ საქართველოს თასი, ხოლო ერთხელ საქართველოს სუპერთასი მოიგო.