საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-16 ტურში „ლიონმა“ „ოიონა“ 43:26 დაამარცხა, რაშიც ძალიან დიდი წვლილი დავით ნინიაშვილმა შეიტანა.
ქართველმა ვარსკვლავმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ორი ლელო მიითვალა. ნინიაშვილმა მეტოქის ჩათვლის მოედანს 26-ე და 65-ე წუთებზე უწია და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.
ქართველ მორაგბეს ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 6 ლელო აქვს თავის ანგარიშზე.
„ლიონი“ 7 მოგებით და 9 წაგებით მეათე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 მარტს, „ბაიონს“ უმასპინძლებს.